ახალი ამბები
"გვინდა ჩვენი პრობლემები სამთავრობო დონეზე იყოს განხილული" - აქცია ტყიბულში
FaceBook
ამ წუთებში, ტყიბულში მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საშემოსავლოს გაუქმებას ან შემცირებას, საპენსიო ასაკის დაწევას და ადგილობრივი საავადმყოფოს მოწესრიგება ითხოვენ.

"გვინდა ჩვენი პრობლემები სამთავრობო დონეზე იყოს განხილული და ამაში ქალაქის მერი დაგვეხმაროს და გვიშუამდგომლოს მთავრობასთან. როგორ შეიძლება იმ ზონაში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არ იყოს საავადმყოფო მოწესრიგებული და განსაკუთრებით ტრავმატოლოგიურიგანყოფილება გამართული", - აცხადებენ მეშახტეები.

აქციის მონაწილეებთან ქალაქის მერი მივიდა. თეიმურაზ ჩუბინიძე ადგილობრივებს დაპირდა, რომ ზემოთაღნიშნულ საკითხებს მაჟორიტარ პარლამენტარებთან გააჟღერებს.


Print