ახალი ამბები
მეორე კლასის მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესი შეუმცირდებათ
FaceBook
2018-2019 სასწავლო წლიდან მეორე კლასელი მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი  შემცირდება.
განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, მეორე კლასისი მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდება.
ასევე, მომავალი სასწავლო წლიდან  პირველიდან მეექვსე კალსის ჩათვლით მოსწავლეები ახალი სასწავლო გეგემით ისწავლიან. ლია გიგაურის, თქმით  ახალი პროგრამა მიმართული იქნება, რომ მოსწავლე ორიენტირებული იყოს სწავლაზე და არა დაზეპირებაზე.

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლასში გვექნება შინაარსობრივად და ტექნიკურად განახლებული სახელმძღვანელოები აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომით. განსხვავებული საგნები შემოდის. რაც მთავარია, ისინი განტვირთულია და ასაკთან მეტად არის შესაბამისობაში მოყვანილი - ნაკლები საშინაო დავალებებია, უფრო მეტად აქცენტი გადატანილია საკლასო და სასკოლო აქტივობებზე", - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა. 

ამ დროისთვის მეორე კლასისი მოსწავლეებს 45 წუთიანი გაკვეთილები უტარდებათ.
Print