ახალი ამბები
ტექდათვალიერების შედეგად 134 ავტომობილს გადაადგილება აეკრძალა
FaceBook
2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, 19 464 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან პირველ ჯერზე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 14 280-მა გაიარა. აქედან, 5050-მა შემოწმება სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, ხოლო 134-ს გზაზე გადაადგილება აეკრძალა. 

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში იმ 5050 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, რომლებსაც ხარვეზის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს 2678-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ კვლავ მიმართა, საიდანაც 101-ს ხარვეზი განმეორებით დაუდგინდა.

შსს-ს ინფორმაციით, შემოწმებული 19 464 ავტომობილიდან 4349 ავტოსატრანსპორტო საშუალება იურიდიული პირების მფლობელობაშია.
ხარვეზების უმეტესობა  გამონაბოლქვთან, ფარებსა და შუქამრეკლებთან, სამუხრუჭო მოწყობილობასთან მიმართებაში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) შეეხოთ. 2018 წლის 1-ლი ივლისიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იურიდიული პირებისა და სახელმწიფო უწყებების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებს, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კი დიდი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილებს (3.0 ძრავით და ზემოთ) შეეხებათ.

2019 წლის 1-ლი იანვრიდან ინსპექტირებას საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი გაივლის.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ 2017 წელს კვლევა ჩაატარა.

უწყების მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ქვეყანაში ავტოპარკის ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა.

შსს კვლევის თანახმად, ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) 2007 წლამდეა წარმოებული, თუმცა 4-6 წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდება. მათი წილი ავტოპარკში დაახლოებით 1,3%-ია.


ამავე თემაზე:

სავალდებულო ტექდათვალიერება - მოთხოვნები და მეთოდები (ვიდეო)

ავტომობილების სავალდებულო ტესტირება ბრუნდება (ვიდეო)


საქართველოს ავტოპარკი 2016 (ინფოგრაფიკა)

საქართველოში 1 270 ავტომობილმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა
Print