ახალი ამბები
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულმა პაციენტებმა ქუთაისში "მედიქალსიტის" უნდა მიმართონ
FaceBook
ce: pre-wrap; background-color: #f6f7f8;">c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში თბილისის შემდეგ ქუთაისიც ჩაერთო. პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ მულტიპროფილურ ჰოსპიტალს "მედიქალსიტის", სადაც მათ უფასოდ გადაეცემათ ძვირად ღირებული მედიკამენტები.

c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობას დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია გაეცნო.
c ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში ჩართულ რეგიონების მცხოვრებლებს მკურანლობის ჩასატარებლად ამ დრომდე თბილისში მოქმედი კლინიკებისთვის უნდა მიემართათ.
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და სამედიცინო დაწესებულება ,,მედიქალსიტის" გენერალური დირექტორი გია გრძელიძე შეთანხმდნენ, რომ ჰოსპიტალი იმერეთის ყველა რაიონს მოემსახურება და უფასო კონსულტაციებს ჩააატარებს ოფთალმოლორგიული და ენდოკრინოლოგიური მიმართულებით.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა დღესვე ექიმებს მადლობის სიგელები გადასცა.
Print