ახალი ამბები
ქარმა ქუთაისში სავაჭრო ობიექტიდან რკინის ფილები ჩამოყარა
FaceBook
ძლიერმა ქარმა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრ "გრანდმოლის" ფასადი დააზიანა.
სტიქიის გამო სავაჭრო ობიექტის სამხრეთ ნაწილში რკინის ფილები ჩამოვარდა.

"კიდევ კარგი არავის დაეცა თორემ ხომ მოკლავდა, ადგილზე მაშინათვე მოვიდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები", - განმარტავენ ადგილობრივები.


ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

სავაჭრო ცენტრის დირექტორი, ნატო დანელია ამბობს, ობიექტს და შესაბამისად იქ დასაქმებულ ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ.

"ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას. რაც შეეხება, ზარალს, ის ადმინისტრაციამ უნდა აანაზღაუროს", - ამბობს ნატო დანელია.

ძლიერმა ქარმა ქუთაისში სხვადასხვა ტერიტორიზე ასევე ხეებიც მოგლიჯა. ქუთაისში ძლიერი ქარი უკვე მეოთხე დღეა.

სინოპტიკოსების ცნობით ქარი 11 აპრილიდან შესუსტდება.


ამავე თემაზე: 

ძლიერმა ქარმა ქუთაისში ხეები მოგლიჯა


Print