ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა ქუთაისში ხეები მოგლიჯა
FaceBook
ქუთაისში ძლიერი ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე ხუთი ხე მოგლიჯა.

სტიქიის შედეგად, პრობლემურ ადგილებზე მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები შეექმნა. 

ქარმა მრავალწლოვანი  ხეები ვარდიგორას სასაფლაოზე, ავტომშენებლის, თამარ მეფის ქუჩასა და ტორპედოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოთხარა. 

როგორც ა(ა)იპ 'სპეციალურმა სერვისების" სამსახურში განმარტავენ,  ძლიერი ქარის შედეგად ქალაქში წაქცეული ხეებისა და მისგან გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა ამ დრომდე მიმდინარეობს.

"ვმუშაობთ საგანგებო რეჟმში.  მუშა ჯგუფები სხვადასხვა ადგილებზე ერთდროულად აწარმოებენ ხეების გადაბელვით და ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს, ამ ეტაპზე საფრთხე არავის ემუქრება," - ამბობს ააიპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე. 

ქუთაისში უკვე მეოთხე დღეა ძლიერი ქარია. 

სინოპტიკოსების ვარაუდით ქარი 11 აპრილიდან შესუსტდება.

სინოპტიკოსების ცნობით, კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის რეგიონში მზიანი და უნალექო ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო ტემპერატურა 25 გრადუსამდე გათბება.


Print