ახალი ამბები
ტყიბულში მეშახტეების დაკრძალვაზე მინისტრები ჩავიდნენ
FaceBook
ტყიბულში დაღუპული მეშახტეების დაკრძალვაზე დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი  და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილმა ჩავიდა.
სოზარ სუბრმა განმარტა,  რომ  შრომის უსაფრთხოების კუთხით კიდევ ბევრი რამე არის გასაკეთებელი.

"განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა ტყიბულში ჭიათურაში და სამშენებლო ობიექტებზე ამიტომ,  ამ მხრივ, გაცილებით ბევრია გასაკეთებელი",  - განაცხადა  სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი , რომელიც მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ნელ-ნელა უნდა ამოქმედდეს. მისი თქმით, როდესაც ადამიანი სიცოცხლეზეა საუბარი ამაზე უკეთესი არაფერი არ არის.

ტყიბულში, მინდელის შახტში გარდაცვლილ მუშებს დღეს, 10 აპრილს, სამ საათზე დაკრძალავენ.


არსებული ინფორმაციით, დღეს სამ მეშახტეს - მირზა ქურციკიძეს, პავლე გამეზარდშვილს და გიორგი ბოჭორიშვილს დაკრძალავენ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ხუთ აპრილს, გამთენიისას ექვსი ადამიანი დაიღუპა. სამი კი დაშავდა.

მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი დაობლდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

ამავე თემაზე:

მინდელის შახტში დაღუპულებს 10 აპრილს დაკრძალავენ

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული
Print