ახალი ამბები
ქუთაისში, ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაცია იგეგმება
FaceBook
ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩიდან 32-ე საჯარო სკოლამდე, ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაცია იგეგმება.
სამუშაოებისთვის ტენდერი (NAT180005549) უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების მიხედვით, პირველ ეტაპზე მდინარის კალაპოტიდან უნდა მოხდეს დაგროვილი ქვიშა-ღორღის ამოწმენდა. შემდეგ კი უნდა მოეწყოს 25 სმ. სისქის ბეტონის კედლები.

სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.

ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაციისთვის ქუთასის მერია 582 000 ლარს დახარჯავს.

ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაციას ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები წლებია ითხოვენ. მდინარე ძლიერი წვიმის დროს კალაპოტიდან გადმოდის და მიმდებარე ქუჩებს ტბორავს. 

მდინარის კალაპოტის რეაბილიტაციაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ კიდევ ორი წლის წინ საუბრობდნენ. მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობდნენ, რომ საკითხზე მოლაპარაკება რეგიონალური განვითარების ფონდთან მიმდინარეობდა, რომელსაც სამუშაოებისთვის  1 900 000 ლარი უნდა გამოეყო.

რეგიონალური განვითარების ფონდმა მოგვიანებით ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა, რომ ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაცია პრიორიტეტული  არ იყო.

ამავე თემაზე:

კალაპოტიდან გადმოსული მდინარე ოღასკურა ქუთაისში (ვიდეო)

მდინარე ოღასკურა სტიქიის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)

ქუთაისში მდინარე ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება



Print