ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი 11 აპრილს შესუსტდება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი დღის ბოლოსთვის შესუსტდება. სინოპტიკოსების ცნობით, კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის რეგიონში მზიანი და უნალექო ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო ტემპერატურა 25 გრადუსამდე გათბება.

"11 აპრილისთვის ქარი სრულად ჩადგება, შესაბამისად აიწევს ჰაერი ტემპერატურაც. მოსალოდენლია ჰაერი გათბეს 25 გრადუსამდეც", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათი თქმით, დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექს კვირის ბოლოსთვის ვარაუდობენ.

Print