ახალი ამბები
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ნაწილი დღეს, 10 აპრილს დაიწყო. 2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციას ის მოსწავლეები გაივლიან, რომლეთა და-ძმა, ან მშობელი სწავლობს ან დასაქმებულია ამა თუ იმ სკოლაში. ან ის მოსწავლეები, რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 27 აპრილის ჩათვლით გაგრძლდება. რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად შესაბამისი დოკუმენტები სკოლაში 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

შემდეგ მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც საყოველთაო ელექტრონულ რეგიტრაციას გულისხმობს. მშობელმა საკუთარი შვილები ოფიციალურ ვებგვერდზე WWW.EMIS.GE უნდა დაარეგისტრირონ. მეორე ეტაპის ელექტრონული რეგისტრაცია 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით გაგრძლედება.
აუცილებელი დოკუმენტების 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

III ეტაპი – ეს ეტაპი II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაციას გულისხმობს. რა თქმა უნდა, მესამე ეტაპზეც მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელია დოკუმენტაციის წარდგენაც. მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს. საბუთების წარდგენა იწარმოებს 2018 წლის 2 ივლისიდან 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით.


Print