ახალი ამბები
შესყიდვების სააგენტო - დამთავრდა დრო, როცა ნაკლები ფასი იმარჯვებდა
FaceBook
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში ცვლილებები შედის. საპროექტო მომსახურების შესყიდვების ახალი წესი და პირობები 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის #7 ბრძანებით დამტკიცდა "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები".
კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ახალი წესი და პირობები მიმდიანრე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს სახელმიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ იმერეთის სამხარეო ადმინიტრაციაში დღეს გამართულ შეხვედარზე განმარტა.
სააგენტოს წარმომადგენელების განმარტებით, აქამდე საპროექტო სამუშაოების შესასყიდად კონკურსი "ქაღალდზე" ცხადდებოდა.
"სიახლე, რომელიც ჩვენ გვაქვს, განსაკუთრებულია. რადგან, აქამდე თუკი გადამწყვეტი ფასი იყო, ამ ცვლილების შემდეგ უპირველესი  პრეტენდენტის გამოცდილება იქნება.  დამთავრდა დროს როცა ნაკლები ფასი იმარჯვებდა", - აღნიშნა შეხვედრაზე რაზმაძემ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის გარდა, თბილისსა და ბათუმშიც გამართა.
Print