ახალი ამბები
"არა ონის კასკადს" - აქცია რაჭაში (ვიდეო)
FaceBook
აქცია "არა ონის კასკადს" - ამ სლოგანით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა რაჭაში, მთავარ მოედანზე.



მოძრაობის "არა ონის კასკადს" წევრები რაჭის მოსახლეობასთან ერთად ონის კასკადის" მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, მოძრაობის წევრებმა კონსულტაცია გაიარეს გეოლოგებთან და სეისმოლოგებთან.

,,ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ონის კასკადის პროექტში არ არის მოცემული არც ერთი დასკვნა, რომელიც დაადასტურებს პროექტის უსაფრთხოებას. მათი მტკიცებით, განხორციელების შემთხვევაში, პროექტი გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას და საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ეს მოსაზრება ექსპერტებმა გააჟღერეს სხვადსხვა სატელევიზიო ეთერის მეშვეობითაც", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მოძრაობის "არა ონის კასკადს" წევრებმა უკვე შეიტანეს ათასობით ხელმოწერილი განცხადებები შესაბამის უწყებებში და საჯაროდ მოითხოვეს, რომ არ მიეცეს კომპანია "ფერს" პროექტის განხორციელების საშუალება. აქციას სვანეთიდანაც შემოუერთდნენ.
Print