ახალი ამბები
სააღდგომო სამზადისი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
წითელი კვერცხი, პასკა და ჯეჯილი. ქუთაისში აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ქალაქის ბაზრებში ხალხის სიმრავლეს შენიშნავთ, მაგალითად ქუთაისში ჭავაჭავაძის გამზირზე ბაზრობა ტროტუარზეა მოწყობილი, აქ ნებისმიერი დასახალების და ფასის პროდუქტს შეხვდებით.

ხილის და ბისტნეულის გარდა ახლა ყველაზე მოთხოვნადი კვერცხის საღებავი, პასკა და ჯეჯილია, რომლის ღირებულებაც 0.50 ლარიდან  იწყება და პასკის ღირებულებს 10-15 ლარსაც აღწევს.

მყიდველების სიმცირეს არ უჩივიან არც გარემოვაჭრეები, რომლებიც სამუშაოს დილით ადრე იწყებენ და გვიან საღამომდე რჩებიან. 

სურსათით დატვირთული მოქალაქეები ძირითადად გზის სავალ ნაწილზე გადადგილდებიან, რადგან ტროტუარებზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. გადაადგილება უჭირთ ავტომანქანებსაც, რადგან ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე საცობები ხშირად იქმნება. ასეთ დროს მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. 

როგორ ემზარების აღდგომის დღესასწაულისთვის  ქუთაისში ნახეთ ვიდეო:

Print