ახალი ამბები
ტყიბულში დაღუპულთა ოჯახები 20 000 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ
FaceBook
ტყიბულის შახტაში დარუპულთა ოჯახები 20 000 ლარინ კომპენსაცია მიიღებენ. საქნახშირის "ჯი- აი-ჯის" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაშავებულებისა და დაღუპულთა ოჯახების მიმართ კომპანია ყოველთვის იჩენდა თანაგდომას და არასდროს გაურბოდა პასუხისმგბელობას.

"კომპანიაში ამას კომპენსაციად არ მიიჩნევენ - ეს ის მორალური პასუხიმგებლობაა, რომელიც კომპანიას ტყიბულში ოპერირების დაწყების დღიდან აქვს ნაკისრი. ოჯახის წევრების შემდგომი დასაქმება, განათლების მიცემა, შესაბამისად, მათი მატერიალურად უზრუნველყოფა ამ პასუხისმგებლობის შემდეგომი ეტაპია", - განმარტავენ კომპანიაში.

მათი თქმით, ისინი  ასევე უზრუნველყოფენ  დაშავებულების სრული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას და დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯების გაწევას.

საქნახშირში აცხადებენ, რომ მათი ყველა თანამშრომელი სარგებლობს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის სრულყოფილი პაკეტებით, რაც გარდა იმისა, რომ ითვალისწინებს გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, ჰოსპიტალური და მედიკამენტური მკურნალობის ხარჯებს, ასევე,  საწარმოო პროცესში დაღუპულთა ოჯახების 20 000 ლარიან კომპენსაციას.  

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ხუთ აპრილს, გამთენიისას ექვსი ადამიანი დაიღუპა. სამი კი დაშავდა. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.

მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი დაობლდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.


ამავე თემაზე:

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებუ



Print