ახალი ამბები
თეთრი ხიდის რეაბილიტაციის „დაწუნებულ“ პროექტზე განმეორებითი ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისის მერიამ, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის განმეორებითი ტენდერი  (NAT180005534), საზოგადოების მიერ დაწუნებულ პროექტზე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის პირობები იგივეა. არ შეცვლილა არც სამუშაოების ღირებულება და არც პროექტი. მათ შესრულებაში ადგილობრივი თვითმმართველობა კვლავ 444 966 ლარს დახარჯავს.

თეთრი ხიდის რეაბილიტაციის ტენდერი , რომელიც მერიამ მიმდინარე წლის 9 მარტს გამოაცხადა, პრეტენდენტების არარასებობის გამო ჩაიშალა. 

ხიდის პროექტი საზოგადოების ნაწილმა უარყოფითად შეაფასა. უმრავლესობას ხიდზე იმიტირებული თეთრი ქვების განთავსების იდეა არ მოეწონა.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტი, რომლისთვისაც ქუთაისის მერია ნახევარ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, საზოგადოების ჩართულობის გარეშე შემუშავდა.

მას შემდეგ, რაც ტენდერი მონაწილეების არარსებობის გამო ჩაიშალა, საზოგადოება იმედოვნებდა, რომ პროექტი შეიცვლებოდა, თუმცა, ქუთაისის მერია ხიდის ვიზუალთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის.

ამავე თემაზე:

როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)

"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე

"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" - ოპოზიცია


Print