ახალი ამბები
ქუთაისში, 8 და 9 აპრილს უფასო ტრანსპორტი იმუშავებს
FaceBook
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სასაფლაოების მიმართულებით მგზავრობა უფასო იქნება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსები 8 და 9  აპრილს ქალაქის ცენტრალური მოედნიდან სასაფლოების მიმართულებით, დილის
რვა საათიდან იმოძრავებენ.

"თუ მგზავრთა ნაკადი იქნება დიდი და საჭიროება გახდება, შესაძლოა, ყოველ 15 წუთშიც გავიდეს ტრანსპორტი", - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ დღის 13:00- მდე მოემსახურებიან.

ქუთაისში 13 საქალაქო სასაფლაოა.


Print