ახალი ამბები
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ავტომანქანების შესაკეთებლად 90 000 ლარს ხარჯავს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტი თვითმმართველობის ბალანსზე არსებული 8 ავტომანქანის შესაკეთებლად 90 000 ლარს ხარჯავს.


ბაღდათის მუნიციპალიტეტმა  თვითმმართველობის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი 2015 წლის 26 თებერვალს გამოცხადა. მუნიციპალიტეტმა 8 ავტომანქანისათვის  97 803 ლარი გამოჰყო.
ტენდერში მონაწილე ორი კომპანიიდან ნაკლები თანხა შპს "ვაშერონ"-მა მოითხოვა. ტენდერში მონაწილე მეორე კომპანია "თეგეტა მოტორისი" გახდლათ, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ თანხას (97 803 ლარი) სრულად ითხოვდა.
სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თვითმმართველობის ბალანსზე რიცხული 8 ავტომანაქანის სათადარიგო ნაწილების შესყიდვა და ტექნიკური მომსახურება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს. 
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბანალსზე რიცხული ავტომანქანების სია ასე გამოიყურება: 
1. მიცუბიში პაჯერო - გამოშვების წელი 2007
2. ჯიპი გრანდ ჩეროკი 4.0 - გამოშვების წელი 1999
3. ფორდ ტრანზიტი - გამოშვების წელი 1997
4. ოპელ ვექტრა 2.0 - გამოშვების წელი 1991
5. მერსედესი E-200 - გამოშვების წელი 1996
6. Isuzu - გამოშვების წელი 2008
7. ინფინიტი QX4 - გამშების წელი 1999
8. ნივა vaz-21213 - გამოშვების წელი 2004
Print