ახალი ამბები
გლოვის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში დროშა დაუშვეს
FaceBook
მთავრობის გადაწყვეტილებით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

6 აპრილს, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

ხუთ აპრილს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვი

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა. შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.


ამავე თემაზე:

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული
Print