ახალი ამბები
ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)
FaceBook
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში  ხუთ აპრილს ექვსი ადამიანი დაიღუპა. სამი კი დაშავდა. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.

შახტის მმართველი კომპანია "საქნახშირის" ინფორმაციით, შახტში სამთო დარტყმა მოხდა, რამაც გვერდითი ქანების ჩამოშლა გამოიწვია. ჰაერის ტალღამ 3 მუშას ტრავმული დაზიანება მიაყენა, ექვს კი ადგილზე გარდაიცვალა.  

ინფორმაციას არ ეთანხმება შახტში დასაქმებულთა ნაწილი. მათი თქმით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

"ბაწრებით ვარ დაბმულიო" - რას უყვებოდა ტყიბულის შახში გარდაცვლილი დედას:




შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.



ამავე თემაზე:

5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს

Print