ახალი ამბები
ტყიბულში დაშავებული მუშები დიმიტრი ქუმსიშვილმა მოინახულა
FaceBook
ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, სადაც ტყიბულის შახტში დაშავებულებს მკურნალობენ.

მან დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები მოინახულა. მინისტრის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

"გადმოცემით მითხრეს, რომ 1986 წელს მოხდა ანალოგიური შემთხვევა. თუმცა, ის რომ ადამიანების შრომის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, ეს არის ფაქტი და შესაბამისად, მთავრობამ პარლამენტთან ერთად ძალიან ბევრი გააკეთა, გამკაცრებული არის კანონი. ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია შახტს ჩატარებული ჰქონდა წინა წლის ნოემბერში. თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, როცა ადამიანები იღუპებიან", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი. 

54 წლის გიორგი ნიქაბაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაშია მოთავსებული. რაც შეეხება, მეორე მუშას, 36 წლის პაციენტს,  ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას თავის ტრავმა და სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება. ის  ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. მესამე დაშავებული კი ტყიბულის საავადმყოფოში მკურნალობს.

ხუთ აპრილს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვი

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა. შახტას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, “საქნახშირი” მართავს.

ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული მაღაროელი

"სულ მეშინოდა შახტში რომ მიდიოდა" - დაშავებული მეშახტის მეუღლე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი: სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებას მასიური ხასიათი აქვს




Print