ახალი ამბები
"სულ მეშინოდა შახტში რომ მიდიოდა" - დაშავებული მეშახტის მეუღლე
FaceBook
ტყიბულის მინდელის შახტში დაშავებული სამი მუშიდან ორი ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში მკურნალობს. ერთ-ერთის, 54 წლის გიორგი ნიქაბაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პაციენტის მეუღლის, დალი ნიქაბაძის თქმით, მისი ქმარი ხუთსულიანი ოჯახის მარჩენალი იყო და ანაზღაურება 800 ლარი ჰქონდა. გიორგი ნიქაბაძე ტყიბულის შახტში 30 წელია მუშაობს.

"ღამის ცვლაში მუშაობდა. სულ მეშინოდა  შახტშტი რომ მიდიოდა, მაგრამ რა გვექნა, ტყიბულში სხვა გზა არ არის. მაგით ვარსებობთ. მადლობა ღმერთს,
გადარჩა", - ამბობს დაშავებულის მეუღლე, დალი ნიქაბაძე.

ხუთ აპრილს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა. შახტას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, “საქნახშირი” მართავს.

ამავე თემაზე:


ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული მაღაროელი


Print