ახალი ამბები
"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება დაშავებული მეშახტე
FaceBook
ტყიბულში, მინდელის შახტში ერთ-ერთი დაშავებული მურმან აშოთია უბედური შემთხვევის დეტალებს იხსენებს.
"ვიყავი უბნის შესასვლელში, ვიჯექი კონვეიერზე, ნახშირს ვუშვებდით. სახეში მომხვდა ჰაერის წნევა, ძლიერი. გავიხედე საიდანაც მოდიოდა წნევა, მხედველობა აღარ იყო იქით. უცებ, წამებში შემოვტრიალდი, ჰაერის ტალღა რომ მომხვდა, მიმახეთქა კიბეზე, ასასვლელზე. გონება არ დამიკარგავს, ვეცადე ძირს ჩავსულიყავი და რომ დავაპირე ჩასვლა, ჰაერმა ჩამაგდო შიგნით, მე მარტო ვიყავი იმ ადგილზე. ძირს ბიჭი მეგულებოდა ერთი", - აცხადებს დაზარალებული მურმან აშოთია.

რაც შეეხება,  მომხდარის სავარაუდო მიზეზებს ის ამბობს: "მგონი, სადაც ნახშირი გამოდის, ჩამოვარდა ჭერი, დიდი სივრცე ჰქონდა და იმან გამოიწვია ჰაერის ძლიერი წნევა", - ამბობს დაზარალებული.

ხუთ აპრილს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


წყარო: imedinews.ge


ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს





Print