ახალი ამბები
ტყიბულის მინდელის შახტში სამუშაოები ნაწილობრივ შეჩერებულია
FaceBook
ტყიბულის შახტში მომხდარის გამო საექსპლუატაციო, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია.
"საქნახშირშის" ადმინისტრაციაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ როდის აღდგება ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები.

"მიმდინარეობს ისეთი სამუშაოები, როგორიცაა უსაფრთხოების კონტროლი, მას ვერ შევაჩერებთ, იმიტომ რომ შახტი ეს არის, ფაქტობრივად, ცოცხალი ორგანიზმი და მას მუდმივი კონტროლი სჭირდება, რათა რაიმე შეუქცევადი პროცესები არ განვითარდეს", - ამბობს "საქნახშირის" ტექნიკური უსაფრთხოების დირექტორი, დავით რობაქიძე.

ხუთ აპრილს გამთენიისას ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა. შახტას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, “საქნახშირი” მართავს.


ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

Print