ახალი ამბები
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 2016-2018 წლებში თორმეტი ადამიანი დაიღუპა
FaceBook
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 2016-2018 წლებში თორმეტი ადამიანი დაიღუპა.

2018 წლის 5 აპრილს, გამთენიისას ტყიბულში, მინდელის შახტში უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულია სამი ადამიანი.
მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ტყიბულის შახტში სიმაღლიდან ვარდნის გამო ოთხი ადამიანი დაიღუპა 2017 წლის 9 მაისს. ბაგირის გაწყვეტის შედეგად მეშახტეები დაახლოებით, 400 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდნენ და ადგილზე დაიღუპნენ. ისინი საშახტო აწევის უბნის ზეინკლები იყვნენ.

მომხდარის შემდეგ შს სამინისტრომ გამოძიება ამ შემთხვევაშიც სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

მაშინდელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნებოდა, რომ გამოძიება იქნებოდა გამჭვირვალე და დაისჯებოდა ყველა ადამიანი „ვისი ბრალეულობაც დადასტურდებოდა".

2017 წლის 27 ოქტომბერს ტყიბულში ერთი მეშახტე დაიღუპა. შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში მოხდა. ნახშირის კედელი ჩამოიშალა, რა დროსაც 50 წლამდე მამაკაცი დავით ფორჩხიძე ნანგრევებში მოყვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა.

ტყიბულის შახტაში უბედური შემევვა 2016 წლის 7 ოქტომბერსაც მოხდა, რის შედეგადაც 51 წლის თემურ კაკაურიძე დაიღუპა. თემურ კაკაურიძე ნახშირორჟანგმა გაიგუდა.

შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ამ შემთხვევის შემდეგ ხელისუფლება სათანადო ზომების მიღებას და რეგულაციების დაწესების პირობას დებს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა. შახტას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, “საქნახშირი” მართავს.


ამავე თემაზე:


ტყიბულის შახტში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს



Print