ახალი ამბები
ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს
FaceBook
ამ წუთებში ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, სამაშველო სამსახურებმა, ერთი დაღუპულის გარდა, დანარჩენი მუშების ცხედრები ამოიყვანეს.  სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ დაღუპულების ცხედერებს ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს.

ხუთ აპრილს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულში დაშავებული ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
Print