ახალი ამბები
წყალტუბოში ექსტრემალური ტურები დაიწყება (ფოტო)
FaceBook
გაბზარული ტბა",  "თეთრი მღვიმე"," მელოურის მღვიმე", - ეს ის ადგილებია, რომლებიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ექსტრემალური ტურიზმის სახეობას განავითარებს. 
ხსენებული ადგილების ტურისტული პოტენციალი, როგორც წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში ამბობს, თავად წყალტუბოელებისთვისაც უცნობია. შესაბამისად, ეს მომხიბვლელი ტურისტული ატრაქციები ამ დრომდე აუთვისებელია.

გაბზარული ტბა




თეთრი მღვიმე



მელოურის მღვიმე



სწორედ ასეთი უცნობი ადგილების მოსანახულებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი ექსტრემალური ტურიზმის განვითარებას იწყებს.

"წყალტუბოში გვაქვს ადგილები, რომლებიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის უნდა ავითვისოთ, მოვაწყოთ ბილიკები, დავდგათ ნიშნები და დავასუფთაოთ.  ამჟამად 50-მდე მოგზაურმა დაათვალიერა ჩვენი უცნობი ტურისტული ადგილები და აღფრთოვანებულები დარჩნენ. ასევე, იგეგმება კიდევ რამდენიმე ლოკაციის მონახულება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა," - აცხადებს სალომე ქუთათელაძე.

მისივე ინფორმაციით, ექსტრემალური ტურიზმის განვითარების ფარგლებში, წყალტუბოში უახლოეს პერიოდში ფართომასშტაბიანი ინფო-ტურები მოეწყობა.



Print