ახალი ამბები
სამტრედიაში ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა
FaceBook
სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი გოგონა დაშავდა. 

დაშავებულები სამტრედიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

BMW-ის მარკის ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რომელიც ადგილობრივის ჭიშკარს დაეჯახა. 

ავტოავარიის შედეგად, აგრეთვე, გვერდზე არსებული განათების ბოძია დაზიანებული. ადგილზე სასწრაფო და საპატრულო სამსახურები არიან მობილიზებული.



Print