ახალი ამბები
ძალადობის უხილავი ფორმა - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლთა ფორმებსა და ასპექტებზე ისაუბრეს.

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო ცენტრის ფსიქოლოგმა, თეა ფანჩულიძემ, ძირითადად, გენდერზე დაფუძნებულ ძალადობაზე, ძალადობის ფსიქოლოგიურ ფორმებსა და ძალადობის ციკლზე ისაუბრა. ფსიქოლოგის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის ფსიქოლოგიური ფორმებია: დამცირება, უხეში დამოკიდებულება, დაშინება, მუქარა, ვერბალური ძალადობა და ზედმეტი მისაკუთრებულობა. 

"რაც შეეხება,  ძალადობის ციკლს, ძალადობის ეფექტები მსხვერპლებში გამოიხატება იზოლირებით, საკუთარ თავში ჩაკეტილობით, საკუთარი თავისადმი უნდობლობით, ემოციური პრობლემებით, იჩენს თავს ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება", - განმარტავს ფსიქოლოგი, თეა ფანჩულიძე.

"ფსიქოლოგიური ძალადობა არის ძალადობის ფარული ფორმა, რომელიც, შესაძლოა, წლები გრძელდებოდეს და ამის იდენტიფიცირება ვერ მოხდეს და გადავიდეს რთულ ფორმებში. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კოორდინირებული მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება როგორც მოძალადის, ასევე მსხვერპლის მიმართ", - ამბობს "ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - ქუთაისის"  ხელმძღვანელი, ანა ჩაფიძე. 

შეხვედრა წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო ცენტრი-ქუთაისის ორგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან ერთად მოხდა.
Print