ახალი ამბები
ქუთაისის მერია საზოგადოებრივ საპირფარეშოებს აუქციონზე გაიტანს
FaceBook
ქუთაისში, სამი წლის წინ აშენებული საზოგადეობრივი საპირფარეშოები ქალაქის მერიამ თვითმმართველობის ბალანსზე ახლა აღრიცხა.  შემდგომი პროცედურა მათი აუქციონზე გატანა იქნება. ამის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" ქუთაისის ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ განმარტა.
"ამ დრომე ეს პროცესი იმიტომ გაჭიანურდა, რომ აქამდე საპირფარეშოები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბალნსზე იყო ", - ამბობს ქავთარაძე.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარატვენ, რომ ქალაქში დამატებით კიდევ მოხდება საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა.
ამ დროისთვის ქუთაისში სულ ოთხი ტუალეტია, რომელიც 2012 წელს აშენდა და მას შემდეეგ უფუნქციოდ იყო.  



Print