ახალი ამბები
თეთრი ხიდის რეაბილიტაციის ტენდერი ჩავარდა
FaceBook
თეთრი ხიდის რეაბილიტაციის ტენდერი ( (NAT180003968) , რომელიც ქუთაისის მერიამ 9 მარტს გამოაცხადა, არ შედგა.
ტენდერში მონაწილეობის ვადა, დღეს 2 აპრილს, 12:00 საათზე ისე ამოიწურა, რომ ნახევარ მილიონ ლარად შეფასებული სამუშაოების შესრულების სურვილი არავინ გამოთქვა.

ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი საზოგადოების ჩართულობის გარეშე მოამზადა. ადგილობრივ თვითმმართველობას პროექტის შედგენაზე არც ტენდერი გამოუცხადებია, მიზეზად კი განმარტა, რომ ხიდის პროექტი ქალაქს, არქიტექტორმა, გია ხუჯაძემ აჩუქა.

პროექტის მიხედვით, ხიდზე სრულად უნდა მოხდეს არსებული ხის საფარისა და ლამპიონების დემონტაჟი. გამოიცვალოს მოაჯირის დაზიანებული ნაწილი. ხიდის სავალ ნაწილზე კი უნდა მოეწყოს ოვალური ფორმის, სამშრიანი მინის იატაკი და დეკორატიული თეთრი ქვები.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტს, საზოგადოებაში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა პროექტი იმიტირებული თეთრი ქვების გამო დაიწუნა. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხიდი ავთენტურობას დაკარგავს.




ხიდის ესკიზი


ამავე თემაზე:

როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)

"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე

"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" - ოპოზიცია
Print