ახალი ამბები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელს ასუფთავებენ
FaceBook
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება დაიწყო. ააიპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომლები ტერიტორიას დილიდან რეცხავენ.

სამუშაოები ქალაქის მერმა მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთდ მოინახულა.

გიორგი ჭიღვარიას თქმით, გადასასვლელში განათება და სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება.

ჭავჭავაძის გამზირისა და ნიკეას ქუჩების კვეთაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგების მიზნით, ქუთაისის მერიამ გასულ წელს აუქციონი გამოაცხადა. თვითმმართველობა გადასასვლელის 10 წლით გაიჯარებას გეგმავდა.

აუქციონში გამარჯვებულს იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა მოეწყო გადასასვლელი და პერიოდულად უზრუნველეყო მისი დასუფთავება. მერია მოიჯარეს გადასასვლელში კერძო ბიზნესის დაწყების უფლებასაც აძლევდა, მაგრამ მაშინ პირობებით არავინ დაინტერესდა და აუქციონი ჩაიშალა.

აპირებს თუ არა ქუთაისის მერია გადასასვლელის კვლავ გაიჯარებას, უცნობია.

ამავე თემაზე:

ანტისანიტარია ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელებში (ვიდეო)

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელს ასუფთავებენ

Print