ახალი ამბები
6 აპრილიდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის მომატებას პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, დღეს დასავლეთ საქართველოში და მათ შორის, იმერეთის რეგიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით ზოგან აღმოსავლეთის ქარი იქროლებს, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრ წამამდე, რომელიც დღის ბოლოსკენ შესუსტდება.

"ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო და დაბლობ რაიონებში 22-27 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ხოლო მთიან რაიონებში 19-22 გრადუსი სითბო, მაღალმთიანში კი 13-18", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სამ აპრილს ღამის საათებიდან დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. მაღალ მთაში ზოგან თოვლი და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსით დაიკლებს. მოსალოდნელია 13-15 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში 5-10 და მაღალმთიანში - 0-5 გრადუსი სითბო.

სინოპტიკოსები ხუთი აპრილიდან გამოდარებას და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ხოლო, ექვსიდან 10 აპრილამდე 26-დან 28 გრადუსამდე სითბოს ვარაუდობენ.

Print