ახალი ამბები
ქუთაისელი ფანების პროტესტი ავტობანზე
FaceBook
დღეს ქუთაისის "ტორპედოს" ფანებმა პროტესტის ნიშნად გორის ავტობანზე გზა გადაკეტეს.
პროტესტის მიზეზი, ფანების თქმით, უმიზეზოთ გაჩერება და მიზანმიმართულად თამაშზე დაგვიანება იყო.

"გაგვაჩერეს გორში, გვითხრეს, რომ შემოწმება იყო და მალე გაგვიშვებდნენ. შემდეგ თქვეს, რომ ინტერნეტი არ გვაქვს და ვერ ვამოწმებთ და უნდა დაიცადოთო. დაახლოებით 45 წუთი გვადევინეს", - ამბობს ფანკლუბის ერთ-ერთი წამომადგენელი. 

როგორც ისინი ამბობენ, პროტესტის ნიშნად მათ გზა გადაკეტეს, რამდენიმე წუთი გორის ავტობანზე მოძრაობა შეჩერებული იყო.

"გზის გადაკეტვის შემდეგ გაგვიშვეს, თუმცა, გორს როგორც კი გავცდით ისევ გაგვაჩერეს და არც დავფიქრებულვართ გზის ხელახლა გადაკეტვა დავიწყეთ, რაზეც სწრაფი რეაქცია გამოავლინეს და მალევე გაგვიშვეს" , - ამბობენ "ტორპედოს" წარმომადგენლები. 

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედო" დააუპირისპირდა. მატჩი "დინამოს" სასარგებლოდ,   ანგარიშით 2:0  დასრულდა. 


ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print