ახალი ამბები
ქუთაისში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავძის გამზირზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამის შესახებ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, სადაც დედა-შვილი ამ დრომდე მკურნალობს.

"ზედაპირული ჭრილობები აქვთ სახეზე. დააკვირდებიან, მონიტორინგს ჩაუტარებენ 24 საათის განმავლობაში და გაწერენ. მძიმე მდგომარეობა არ არის", - ამბობს საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსი.

ავტოსადგურ "ოკრიბას" წინ დედა-შვილს ტრასაზე მაღალი სიჩქარით მომავალი "ტოიოტა" მარკის მანქანა დღეს დაეჯახა.

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ამავე თემაზე:


ქუთაისში დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა
Print