ახალი ამბები
ქუთაისში დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავძის გამზირზე, ავტოსადგურ "ოკრიბას" წინ დედა-შვილს ტრასაზე მაღალი სიჩქარით მომავალი "ტოიოტა" მარკის მანქანა დაეტაკა.

"მანქანაც დაზიანებეულია, დიდი სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი",  - ამბობენ თვითმხილველები. 

უგონოდ მყოფი დედა-შვილი ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. 

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

Print