პოლიტიკა
პრემიერმა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შუალედური არჩევნებისთვის ვანისა და ხონის მაჟორიტაობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ოფიციალურად წარადინა.
,,ჩვენი გუნდის გამოჩენილი წევრი, ბოლო ორი წელია თავდადებით მუშაობს იმერეთის გუბერნატორის პოსტზე. მე ის არ გამიცნია მთავრობაში მუშაობის პერიოდში. მანამდეც გვქონდა ურთიერობა. ყოველთვის გამოარჩევდა განსაკუთრებული თვისება - ის არის ძალიან გულისხმიერი ადამიანი, რომლესაც არ შეუძლია უყურადღებოდ დატოვოს მცირე დეტალიც კი.

მას გამოარჩევს განსაკუთრებული პატრიოტიზმის გრძნობა. ყველა ჩვენგანს მისი არაერთი გამარჯვება გვახსოვს ჩვენი რაგბის ნაკრებთან ერთად. მისი ხმა არის ასოცირებული გამარჯვებასთან და დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს," -  განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

იმერეთის რწმუნებულმა გივი ჭიჭინაძე არჩევნებში მონაწილეობის მიღებამდე თანამდებობა 23 მარტს დატოვა.

ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილოებისთვის 12 პარტია დარეგისტრირდა. ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.


ამავე თემაზე:

ხონისა და ვანის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატები

"ევროპული საქართველოდან" ვანისა და ხონის მაჟორიტარობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს

"ოცნებამ" ვანისა და ხონის მაჟორიტარად იმერეთის გუბერნატორი დაასახელა

Print