ახალი ამბები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს
FaceBook

ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრაცია ხვალ იწურება.

რეგისტრაცია მიმდინარე წლის 5 მარტიდან დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, რომ კიდევ ერთხელ გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს.

"აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე  www.naec.ge  უნდა გაიარონ. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ 30 მარტის შემდეგ," ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, რეგისტრირებულია: 36 000- მდე აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, 2 500 - ზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისათვის, 9 000 - მდე მაგისტრანტობის კანდიდატი; 17 000 - მდე აპლიკანტი მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის.



 

Print