ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში „თეთრი ბაირაღების“ პრემიერა გაიმართება
FaceBook
30-31 მარტს მესხიშვილის თეატრში თეთრი ბაირაღების პრემიერა გაიმართება.

ნოდარ დუმბაძის ამ ნაწარმოების დადგმას თორნიკე მარჯანიშვილი განახორციელებს.

რეჟისორმა პრემიერის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავსი დადგმაზე ისაუბრა.

ნოდარ დუმაბძის ეს ნაწარმოები არაერთხელ დადგმულა მესხიშვილის თეატრში.

როგორც რეჟისორმა აღნიშნა იგი ძირითად სიუჟეტურ ხაზს მიყვება, თუმცა სპექტაკლში "ბიბლიური საკითხები იქნება შემატებული რაც ადრე მოხსნილი იყო".

"სპექტაკლის გადაწყვეტაშიც ცვლილებებია შეტანილი რ აც ზოგისთვის შეიძლება მისაღები იყოს, ზოგისთვის მიუღებელი , მაგრამ თავად თემა არის უკვდავი. მარადიული მშვიდობის, სიკეთის, სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ამბავი ტრიალებს. დუმბაძე იყოს ის ადამიანი ვინც სიკეთეს, სითბოს ქადაგებდა თეთრი ბაირაღებიც ამ მხრივ გამოირჩევა", - ამბობს თეორნიკე მარჯანიშვილი.

პრემიერა 19 საათზე დაიწყება.


Print