ახალი ამბები
"თამბაქოსაგან თავისუფალი საქართველო" - საინფორმაციო კამპანია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკებზე საინფორმაციო კამპანია გაიმართა.

კამპანიაში, რომელიც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის მიერ იყო ორგანიზებული, ძირითადად, ქუთაისელი მოსწავლეები მონაწილოებდნენ. მოზარდებმა თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული ზიანის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს.

"ვურჩევ ყველას იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე. ნუ მოსწევთ სიგარეტს. ჩემს ოჯახში მამაჩემი დიდი ხანია ეწევა, რაც შეიძლება ცუდად დამთავრდეს და ხშირად ვეუბნები, რომ არ შეიძლება მოწევა", - ამბობს ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის 14 წლის, ტატე ქათამაძე. 

თამბაქოს მოხმარების შემცირება მთავარ როლს თამაშობს 2030 წლისთვის არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის 1/3-ით შემცირების გლობალურ ღონისძიებებში.

2018 წლის 1 მაისიდან სხვადასხვა ტიპის შენობებში მოწევა იკრძალება.

კანონის მიხედვით, თამბაქოს მომხმარებლებს მოწევა ეკრძალებათ ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერის), საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში.
Print