ახალი ამბები
ქუთაისის მერია ვარლამიშვილის ქუჩაზე ფილაქნის აყრას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერია ვარლამიშვილის ქუჩაზე ე.წ. ჩამკეტწახნაგიანი ფილების აყრას და მის ნაცვლად ასფალტის საფარის მოწყობას გეგმავს. სამუშაოებისთვის პროექტის მოსამზადებლად ტენდერი (NAT180004528) უკვე გამოცხადდა 

ფილების აყრის მიზეზად ქალაქის ხელისუფლება მის დაზიანებას ასახელებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ თავის დროზე ისტორიულ უბანში ფილების დაგება სწორი გადაწყვეტილება იყო და მისი ასფალტის საფარით შეცვლა არაგონივრულია.

"ეს არის ქალაქის ისტორიული და ტურისტული ნაწილი და ამ ფილების ნაცვლად ასფალტის მოწყობა არ არის სწორი გადაწყვეტილება. თავიდ დროზე მისი მოწყობა უფრო იაფი დაჯდა, იდრე ახლა იქ ასფალტის საფარის დაგებას დასჭირდება. მიმაჩნია, რომ უმჯობესია მოხდეს მისი რეაბილიტაცია და ეს ფილები შევინარჩუნოთ", - განაცხადა საკრებულოს "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, მერაბ მეშველიანმა.

ქუთაისის მერია სატენდერო პირობებში გარდა ფილების დაზიანებისა, ტროტუარების დაზიანებაზეც მიუთითებს. დოკუმენტაციის მიხედვით, შესაცვლელია გარე განათების ბოძებიც და მათ  ნაცვლად დეკორატიული განათება უნდა მოწეყოს.

ვარლამიშვილის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობისა და გარე განათების პროექტი, ქუთაისის მერიას 6000 ლარი დაუჯდება.

Print