ახალი ამბები
"სოლიდარობა მუშებს" - აქცია ჭიათურაში (ვიდეო)
FaceBook
"შრომა სამართლიანობა",  "სოლიდარობა", "მაღაროელის ხმა", "ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი", "მაღაროელი ღირსეული შრომისთვის",  - ამ სლოგანით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ჭიათურაში, კულტურის სახლის წინ.




აქციის მომაწილეები მსვლელობით "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლებენ.

მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ხელფასების გაზრდა და კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმება, რომელშიც სხვადასხვა სოციალირი შეღავათები და სამართლებრივი გარანტიები იქნება. ასევე,ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება.
მაღაროელები დღეს, კომპანიის წარმომადგენელს 11:00 საათზე ელოდნენ. თუმცა,  კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველთან ნიკა ჩიქოვანთან დაანონსებული შეხვედრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ შედგა.  

ამავე თემაზე:

ჩაშლილი შეხვედრა ჭიათურაში - მაღაროელები აქციის გამართვას გეგმავენ

Print