ახალი ამბები
10 აპრილს პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
FaceBook
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2018-2019 სასწავლო წლისთვის 10 აპრილს დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დაიწყება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებსაც და-ძმა უკვე ჰყავთ სკოლაში.

ასევე პირველი ეტაპის რეგისტრაციას დაემატება შშმ პირები. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება. პირველკლასელების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე http://www.emis.ge/ იქნება შესაძლებელი.
Print