ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს
FaceBook
იმერეთის რწმუნებული - გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე თანამდებობიდან გადადგა. იმერთის გუბერნიაში ადასტურებენ, რომ ყოფილმა გუბერნატორმა თანამდებობა მიმდინარე წლის 23 მარტს დატოვა. ხოლო ამჟამად იმერთის გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს.

იგი 23 მარტამდე იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

გივი ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მიმდინარე წლის 14 მარტს ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად "ქართული ოცნებიდან" იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე დაასახელა.

ხონსა და ვანში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.

მაჟორიტარობისთვის ვანში და ხონში "ქართული ოცნებიდან" გივი ჭიჭინაძე, "ევროპული საქართველოდან" კი, გიგი უგულავა იბრძოლებენ.

გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტს 2015 წლის თებერვლიდან იკავებდა. ხოლო გრიგოლ დალაქიშვილი ვიცე-გუბერნატორად 2017 წლის 21 აგვისტოს დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე პაატა ნადირაძე შეცვალა, რომელიც ამჟამად ჭიათურის მერი გახლავთ. სამხარეო ადმინისტრაციაში გადასვლამდე 2 თვით ადრე, გრიგოლ დალაქიშვილი ქუთაისის მესამე ვიცე-მერად დაინიშნა.
Print