ახალი ამბები
28 მარტს ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
28 მარტს დაგეგმილი ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება:
11:00-დან 14:00 საათამდე - 363 აბონენტს ვაჟა ფშაველას, ნიკოლაძის, მეველეს, პეტრიწის, გრიბოედოვის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 17:00 საათამდე - 3070 აბონენტს სულხან საბას, შევჩენკოს, სტურუას ქუჩებზე, სოფლებში ქვიტირი, ზედა მესხეთი.

14:00-დან 17:00 საათამდე - 1335 აბონენტს ლესელიძის, ჩანჩიბაძის, დავით და კონსტანტინეს, პეტრე იბერის, ბაგრატის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:30-დან 17:00 საათამდე - 1155 აბონენტს ლეონიძის, გრ.აბაშიძის, ახალგაზრდობის, გურამიშვილის, დეპოს და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
Print