ახალი ამბები
15 000 ლარი ორმაისობის კონცერტისთვის - ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისში, ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გალა კონცერტი გაიმართება.
ქალაქობის დღესასწაული „ორმაისობა“-ს ფარგლებში, ცენტრალურ მოედანზე გასამართი გალა-კონცერტისთვის საკონცერტო სცენით, გახმოვანების აპარატურით და სასცენო განათებით მოსაწყობად ქუთაისის მერია 27 მარტს 15 000 ლარი ღირებულების ტენდერი (NAT180004951) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქობის დღესასწაული „ორმაისობა“-ს ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გასამართი გალა-კონცერტისთვის რომლის ხანგრძლივობა არანაკლებ 90 წუთი იქნება საკონცერტო სცენით, გახმოვანების აპარატურით და სასცენო განათებით.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს სცენის, გახმოვანების აპარატურის და სასცენო განათების მონტაჟი „შემსყიდველი“-ს მიერ მითითებულ ადგილზე და ღონისძიების დასრულების შემდეგ კი მოახდინოს სცენისა დემონტაჟი. ორმაისობის კონცერტისთვის სცენის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში წინადადების მიღების ვადა 10 აპრილს იწურება.
Print