ახალი ამბები
ონლაინ ოლიმპიადაში ქუთაისელმა ორმა მოსწავლემ გაიმარჯვა
FaceBook
ელექტრონული რესურსის "სამოქალაქო განათლება ყველასთვის" (www.civiceducation.ge)) ონლაინ ოლიმპიადაში ქუთაისელმა ორმა მოსწავლემ გაიმარჯვა.

ისინი მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ. მეორე ადგილზე გავიდა ქუთაისის #7 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ ურატაძე, მესამე ადგილზე კი ქუთაისის #7 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ დანგაძე

პირველი ადგილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეს თამარ სირაძეს ერგო.

გამარჯვებული სამეული ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა დააჯილდოვა და მათ სიგელებთან ერთად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
გამარჯვებულ მოსწავლეებს მიესალმა და სამახსოვრო საჩუქრების გადასცა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.

"საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ცივიცედუცატიონ.გე შექნა პროექტის "ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის სწავლება სამოქალაქო განათლების გზით" ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი ინოვაციურია და მისი ძირითადი მიზანია სკოლის მოსწავლეთათვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მარტივად ხელმისაწვდომი და აღქმადი, გახდეს ის საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქალაქო განათლების ეროვნული სასწავლო გეგმით და გაზარდოს მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების შესწავლის ინტერესი;

ონლაინ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო საჯარო და კერძოს სკოლის 500-მდე მოსწავლემ. გამარჯვებულ ათეულში არიან თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, საჩხერის, გურიისა და აჭარის სკოლების IX –XII კლასების მოსწავლეები.

Print