ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში, შესაძლოა, კორეული ენის სწავლება დაიწყოს
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ კორეის ელჩს უმასპინძლა.
შეხვედრაზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც კორეისა და წერეთლის უნივერსიტეტების დაახლოებას შეუწყობს ხელს. უცხოელი დიპლომატის თქმით, მომავალი ურთიერთობა და თანამშრომლობა იქნება საინტერესო და მრავლის მომცველი ორივე მხარისთვის.

" მე მიხრაია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდი წერეთლის უნივერსიტეტის სამომავლო გეგემებს. იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენს მიერ დასახული გეგმები წარმატებით განხორციელდება",  - განაცხადა კორეის ელჩმა საქართველოში კიმ ინ ჰანმა.

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის თქმით, სასწავლებელში შესაძლოა კორეის კუთხე მოეწყოს ასევე დაიგეგმოს კორეული ენის საწავლების კურსებიც.

"კორეის ელჩი დაინტერესდა ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშროლობით, ის ამბობს, რომ მხოლოდ თბილისში არსებულ უნივერსიტეტებთან არ უნდა ჰქონდეს მჭიდრო კავშირი და კომუნიკაცია.  აუცილებელია რეგიონში მდებარე უნივერსიტეტებთანაც. ამიტომ იმედი მაქვს რომ ჩვენი სტუდენტების მხრიდანაც იქნება კორეისადმი დიდი დაინტერესება და ნელ-ნელა დავიწყებთ საინტერესო პროექტების განხორციელებას",  - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტრომა, გიორგი ღავთაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კორეის ელჩმა წერეთლის უნივერსიტეტის რექტორს კორეულ ენაზე ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი გადასცა.
Print