ახალი ამბები
" უსაფრთხოების ყველა ნორმა ადგილზე დაცული იყო" - ნიკოლოზ ჩიქოვანი შუქრუთის მაღაროზე
FaceBook
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში შპს "ჯორჯიან მანგანეზის"  სპეციალური მმართველი მივიდა. ნიკოლოზ ჩიქოვანის ინფორმაციით, მაღაროში შრომის ინსპექციამ ბოლო შემოწმება 25 იანვარს ჩაატარა, რომლის მიხედვითაც სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა.

,,ვერ ვხსნით რა მოხდა.  უსაფრთხოების  ყველა ნორმა ადგილზე დაცული იყო. მცირე შენიშვნები რაც გამოვლინა, გამოსწორდა. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს. პერიოდულად ყოველ ექვს თვეში მოწმდება შრომის ინსპექციის მიერ პირობები. ჩვენც ვიძახებთ ხოლმე", - ამბობს ნიკოლოზ  ჩიქოვანი.

ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა 25 მარტს ღამის 3 საათზე მოხდა. ჭიათურაში პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაღაროში სამუშაოები მიმდინარეობდა. პაატა სამხარაძის თქმით, გაუმაგრებელი ჭერიდან დიდი ლოდი ჩამოვარდა, რომელმაც მუშა მოიყოლა. ამ დრომდე მუშის ამოსაყვანად სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობდა. საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 240-ე მუხლით დაიწყო.


ამავე თემაზე:

ჭიათურაში, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ჭიათურის მაღაროში დაღუპული მუშის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის პირველი კომენტარი მაღაროში მუშის დაღუპვაზე

ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს
Print