ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს
FaceBook
ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მაღაროში გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს.
პროფკავშირების წარმომადგენლის ინფორმაციით, გარდაცვლილი მუშის ამოყვანა 6 საათიანი ძებნის შემდეგ მოხერხდა და ის ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაყვათ.

ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა 25 მარტს ღამის 3 საათზე მოხდა. ჭიათურაში პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაღაროში სამუშაოები მიმდინარეობდა. პაატა სამხარაძის თქმით, გაუმაგრებელი ჭერიდან დიდი ლოდი ჩამოვარდა, რომელმაც მუშა მოიყოლა. ამ დრომდე მუშის ამოსაყვანად სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობდა. საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 240-ე მუხლიტ დაიწყო.

ჭიათურაში შუქრუთის მაღაროში მუშის დაღუპვაზე "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაცია, რომლის დაქვემდებარებაშია ჭიათურის მაღარო, განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, კომენტარს სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გააკეთებდნენ.


ამავე თემაზე:

ჭიათურაში, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ჭიათურის მაღაროში დაღუპული მუშის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის პირველი კომენტარი მაღაროში მუშის დაღუპვაზე

Print