ახალი ამბები
"სამი რეზო" - ქუთაისში დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ
FaceBook
ფილმის მიზანია საზოგადოებას გააცნოს XX საუკუნის მე-2 ნახევრისა და XXI საუკუნის დასაწყისის სამი დიდი ქუთაისელი მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის, რეზო კლდიაშვილის და რეზო გაბრიაძის ცხოვრება და შემოქმედება.

სამ დიდ ქუთაისელ მწერალსა და დრამატურგზე ქუთაისში დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. "სამი რეზო" ასე ქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის გადაღება 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განხორციელდეს. ფილმის მიზანია საზოგადოებას გააცნოს XX საუკუნის მე-2 ნახევრისა და XXI საუკუნის დასაწყისის სამი დიდი ქუთაისელი მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის, რეზო კლდიაშვილის და რეზო გაბრიაძის ცხოვრება და შემოქმედება.
ფილმის "სამი რეზოს" გადაღების უზრუნველყოფისთვის ქუთაისის მერიამ 10 000 ლარამდე გამოჰყო.
ქალაქის მერიამ ფილმის გადასაღებად ტენდერი 9`912 ლარზე 25 ივნისს გამოაცხადა.  სატენდერო პირობების მიხედვით, დოკუმენტურ ფილმში გამოყენებული უნდა იყოს სამივე მწერლის სატელევიზიო და საოჯახო არქივი, დოკუმენტური მასალები, უნდა მოხდეს გამოჩენილი პიროვნებების და თანამედროვეთა შეფასებების ჩაწერა (რესპოდენტები შერჩეული უნდა იყოს "შემსყიდველთან" შეთანხმებით), ასევე რეზო ჭეიშვილის, რეზო 
გაბრიაძის და რეზო კლდიაშვილის ინტერვიუები.
თითეული ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა იყოს: არანაკლებ 40 წუთისა და არაუმეტეს 1 სთ.
ფილმის სცენარი, ორგანიზება და რეჟისურა უნდა შეთანხმდეს "შემსყიდველთან". ფილმები უნდა იყოს გადაღებული HD ფორმატში, ფილმის გადაღება უნდა მოხდეს ფილმის სატელევიზიო ჩვენების უზრუნველყოფით.
ფილმის გადასაღებად ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 1 ივლისს სრულდება.

Print